16 янв. 2010 г.

ჩვენი კოსმეტიკის ეფექტი


ამჟამად ჩვენი კომპანია “colors of life” გთავაზობთ ოთხი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქტს.ესენია:დამატენიანებელი ემულსია, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი ახალგაზრდა კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი ღრმა ნაოჭებიანი კანისთვის და თვალის ირგვლივ წასასმელი ბალზამი. ამ ოთხივე პროდუქტის ძირითადი შემადგენლობაა: ჟოჟობას ზეთი, კაკაოს ზეთი, კამელიას ექსტრაქტი, ზეთის ხილის და ქაცვის ზეთი, კალენდულა, დინდგელი და A,B,E ვიტამინები. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, თითოეული მათგანი ასევე შეიცავს უნიკალური თვისებებით აღჭურვილ მცენარეებს.

მაგალითად, დამატენიანებელ ემულსიაში ძირითადი შემადგენლობის გარდა შედის ედელვაისი და არტატისინი. ედელვაისი იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 1700-2300 მ სიმაღლეზე, არტატისინი კი ანტარქტიდაში,ორივე მცენარე ყინვაგამძლეა, ამის გამო მათი შემცველობა საცხში ანიჭებს კანს ყინვისადმი მგრადობის უნარს;

საცხი შროშანის ექსტრაქტით კანს ხავერდოვანებას და ელასტიურობას ანიჭებს შროშანის თვისებებიდან გამომდინარე და აქრობს ახალ ნაოჭებს;

ორქიდეას შემცველი საცხი „ექსტრემ–ლიფტინგი“ იძლევა შესანიშნავ ეფექტს–ხდება კანის ჟანგბადით გამდიდრება, ნაოჭების დარბილება და დაჭიმვა, ხსნის დაღლილობას. გამოიყენება როგორც დღის კრემი ყველა სახის კანისათვის.

თვალის ირგვლივ წასასმელი ნაოჭების საწინააგმდეგო ბალზამი შეიცავს სენეგალური აკაციის ექსტრაქტს და ბრინჯის პუდრას. სენგალური აკაცია იწვევს თვალის გარშემო ნაოჭების დაჭიმვას და გასწორებას მასში შემავალი წებოვანი ნივთიერების გამო; ბრინჯის პუდრა რომელსაც გააჩნია მზის სხივების ამრეკლავი თვისება ხელს უშლის მზის სხივების ზეგავლენით თვალის მოჭუტვას. გამოიყენება ნებისმიერი თვალისთვის, ასევე ნებადართულია ოფთალმოლოგების მიერ ლინზიანი თვალისთვის.

ბიო–კოსმეტიკის უპირატესობა

ადამიანის სილამაზის და ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის გარეგნულ იერსახეს, რამეთუ კანზე აისახება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. კანი გვიჩვენებს როგორია ადამიანის კუჭ–ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა და ა.შ. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში სურს ლამაზი სახის კანი ჰქონდეს. კანის მაქსიმალური სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის ადამიანი უძველესი დროიდან იყენებდა კოსმეტიკას.

ჩვენი კომანია “colors of life”- გვთავაზობს უნიკალურ კოსმეტიკურ საშუალებებს, რაც დაფუძნებულია ბიო–სტანდარტებზე. ეს ნიშნავს რომ „ბიო“ კოსმეტიკა იწარმოება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, ე.ი. იმსასარგებლო მცენარეებისგან , რომელიც მოყვანილია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

ბიო–კოსმეტიკის ტექნოლოგია დაფუძნებულია ექსტრაქციის უნიკალურ მეთოდზე ზეკრიტიკული ნახშიროჟანგის გამოყენებით.ამ მეთოდის საშუალებიტ ხდება მცენარეებიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ამ ნივთიერებების პირვანდელი შემადგენლობა.

აქტიურ ნივთიერებებს უნარი აქვთ წარმოქმნან მაღალმოლეკულური ბუნებრივი კონსერვანტები, რომელიც განაპირობებს მიღებული პროდუქტების შენახვას ხანგრძლივი დროით. ამგავრი მეთოდით მირებული პროდუქცია ამცირებს ალერგიის რისკსაც (რადგან არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს).

15 янв. 2010 г.

ბაობაბის უნიკალური თვისებები

“colors of life”-ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროდუქციაა ბაობაბის ხისგან (ფოთლების, ნაყოფისა და ქერქისგან) მიღებული ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ფხვნილი. ეს ფხვნილი შედგება ანტიოქსიდანტებისგან, ინულინისგან , C–ვიტამინის, Ca–ისა და Mg–სგან.
ინულინი არის პრებიოტიკი, რომელიც ამცირებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და ზოგიერტ სიმსივნურ დაავადებას, კერძოდ, სწორ ნაწლავში ინულინის ხარჯზე ხდება აღდგენა და გაჯანსაღება ნაწლავური ფლორისა, დიზბაქტერიოზის პროფიალქტიკა და საკვების მონელების გაუმჯობესება. დეტოქსიფიკაცია –ნაწლავების მთლიანი გაწმენდა, რის ხარჯზედაც ხდება მთელი ორგანიზმის ფილტრაცია, უმჯობესდება ორგანიზმში შეწოვა იმ აუცილებელი ელემენტებისა , როგორიცაა: ვიტამინები, მინერალები და ა.შ ; შედეგად მცირდება ოსტეოპოროზის რისკი. მაღლდება იმუნიტეტი.

ორგანიზმის გაწმენდა ხდება მოლეკულის დონეზე და სხეული ახალგაზრდავდება 15–20 წლით.

უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე – ბაობაბის პროდუქცია