16 янв. 2010 г.

ჩვენი კოსმეტიკის ეფექტი


ამჟამად ჩვენი კომპანია “colors of life” გთავაზობთ ოთხი დასახელების კოსმეტიკურ პროდუქტს.ესენია:დამატენიანებელი ემულსია, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი ახალგაზრდა კანისთვის, ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი ღრმა ნაოჭებიანი კანისთვის და თვალის ირგვლივ წასასმელი ბალზამი. ამ ოთხივე პროდუქტის ძირითადი შემადგენლობაა: ჟოჟობას ზეთი, კაკაოს ზეთი, კამელიას ექსტრაქტი, ზეთის ხილის და ქაცვის ზეთი, კალენდულა, დინდგელი და A,B,E ვიტამინები. გარდა ძირითადი შემადგენლობისა, თითოეული მათგანი ასევე შეიცავს უნიკალური თვისებებით აღჭურვილ მცენარეებს.

მაგალითად, დამატენიანებელ ემულსიაში ძირითადი შემადგენლობის გარდა შედის ედელვაისი და არტატისინი. ედელვაისი იზრდება უმთავრესად ალპებში ზღვის დონიდან 1700-2300 მ სიმაღლეზე, არტატისინი კი ანტარქტიდაში,ორივე მცენარე ყინვაგამძლეა, ამის გამო მათი შემცველობა საცხში ანიჭებს კანს ყინვისადმი მგრადობის უნარს;

საცხი შროშანის ექსტრაქტით კანს ხავერდოვანებას და ელასტიურობას ანიჭებს შროშანის თვისებებიდან გამომდინარე და აქრობს ახალ ნაოჭებს;

ორქიდეას შემცველი საცხი „ექსტრემ–ლიფტინგი“ იძლევა შესანიშნავ ეფექტს–ხდება კანის ჟანგბადით გამდიდრება, ნაოჭების დარბილება და დაჭიმვა, ხსნის დაღლილობას. გამოიყენება როგორც დღის კრემი ყველა სახის კანისათვის.

თვალის ირგვლივ წასასმელი ნაოჭების საწინააგმდეგო ბალზამი შეიცავს სენეგალური აკაციის ექსტრაქტს და ბრინჯის პუდრას. სენგალური აკაცია იწვევს თვალის გარშემო ნაოჭების დაჭიმვას და გასწორებას მასში შემავალი წებოვანი ნივთიერების გამო; ბრინჯის პუდრა რომელსაც გააჩნია მზის სხივების ამრეკლავი თვისება ხელს უშლის მზის სხივების ზეგავლენით თვალის მოჭუტვას. გამოიყენება ნებისმიერი თვალისთვის, ასევე ნებადართულია ოფთალმოლოგების მიერ ლინზიანი თვალისთვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий